“კლუბებში ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო სწორედ ივენთის მიმდინარეობისას, როცა იქ ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა”

“კლუბებში ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო სწორედ ივენთის მიმდინარეობისას, როცა იქ ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა”

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჩხრეკა უნდა ჩატარებული სწორედ მაშინ, როცა ივენთი მიმდინარეობდა, რადგან ეს იყო ის დრო, როცა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა. მისივე თქმით, ამის ფაქტი მტკიცებულებებითაა დადასტურებული.
მეზვრიშვილის ინფორმაციით, ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ექსპერტიზა უტარდება, იმის დასადგენად, თუ რა ტიპის ნარკოტიკული საშუალებაა.
“ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჩაატარა პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები კლუბებში მაშინ, როცა დაკავებულთა უმრავლესობის დაკავება კლუბების გარეთ მოხდა. ამასთან დაკავშირებით, კითხვა შეიძლება ლოგიკური და ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ეს საგამოძიებო მოქმედებებზეა დამოუკიდებელი. დაკავების ფაქტები ცოტა ხნით რომ დავივიწყოთ და ვიმსჯელოთ იმაზე, ჰქონდა თუ არა პოლიციას კლუბებში ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, ამის უფლება ჰქონდა შემდეგ მიზეზთა გამო: – ამ კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა, გაყიდვის არაერთი ფაქტი მტკიცებულებებით არის დადასტურებული. ამასთან დაკავშირებით არსებობს ვიდეო-მასალა, რაც ძალიან კარგად იხილა საზოგადოებამ. ნარკოტიკები იყიდებოდა მათ შორის “ბასიანსა“ და გალერიში“, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. საზოგადოებასთან აქეთ მაქვს კითხვა, ნებისმიერ ნორმალურ პოლიციელს და სამართალდამცავს, რომელსაც დადასტურებული ინფორმაცია აქვს, რომ კლუბებში ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდიან, უნდა ჩაეტარებინა თუ არა კლუბში საგამოძიებო მოქმედება – ჩხრეკა? პასუხი არის ერთადერთი და ცალსახა: – დიახ, ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო, ეს იყო ლეგიტიმური და პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებდა. ჩხრეკა უნდა ჩატარებული სწორედ მაშინ, როცა ივენთი მიმდინარეობდა, რადგან ეს იყოს ის დრო, როცა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა.
კლუბებიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები – 34 ლოკაციიდან. ნარკოტიკულ საშუალებებს ექსპერტიზა უტარდება და ის თუ რა ტიპის ნარკოტიკული საშუალებებია, ამას დამატებით გაცნობებთ“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.