შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში 18 მაისს მოუსმენენ

შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში 18 მაისს მოუსმენენ

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტში პარასკევს, 18 მაისს მოუსმენენ.
მისივე თქმით, დაისმება ყველა კითხვა, რომელიც დეპუტატებს აქვთ.
“საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტში პარასკევს, 18 მაისს მოუსმენენ. დღეს შსს- მინისტრთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ შსს მინისტრს პარლამენტი მოუსმენს პარასკევს. დაისმება ყველა კითხვა, რომელიც დეპუტატებს აქვთ. მინისტრმა თქვა, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი აქვს. ეს კითხვა-პასუხი საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის. პარასკევს დავსვამთ ყველა კითხვას, რაც თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გვაქვს”, – განაცხადა მდინარაძემ.