სოსო ცინცაძე: ჩვენ შეგვიძლია, ჭკვიანი მაიმუნივით მაღალ ხეზე ავიდეთ და იქიდან ვუყუროთ?

სოსო ცინცაძე: ჩვენ შეგვიძლია, ჭკვიანი მაიმუნივით მაღალ ხეზე ავიდეთ და იქიდან ვუყუროთ?

გადაწყდა და ოფიციალურადაც გაცხადდა – პირველი სექტემბრიდან რუსეთის ფედერაციას ახალი ელჩი ჰყავსამერიკის შეერთებულ შტატებში. ჰყავს და თავშიც ქვა უხლიაო, ჩვენი საფიქრალი შემოგველია და ეგეც ჩვენვიდარდოთ? სწორია, იგივე მოსკოვი და ვაშინგტონი ხელთათმანებივით იცვლიან ელჩებს (არის უიშვიათესიგამონაკლისებიც) და ვინ გაუძლებს ყველაზე წერა–კითხვას? ესეც სწორია, მაგრამ ამჯერად რუსეთის ახალ ელჩზეწერაც საჭიროა და კითხვაც, და აი რატომ: 62 წლის გენერალ–დიპლომატ ანატოლი ანტონოვს, არცპროფესიონალიზმი აკლია და არც განათლება, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია ( და არა „პოლიტიკურ,“ რუს დაქართველ პოლიტიკოს–ჩინოვნიკთა უმრავლესობის მსგზავსად). წლების მანძილზე მსახურობდა საგარეო საქმეთადა თავდაცვის სამინისტროებში. აქტიურად იყო ჩართული ბუშ–მედვედევის მიერ ხელმოწერილ, სტრატეგიულიშეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულების ტექსტის მომზადებაში. სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და ბირმის(!?) ენებს. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ბირთვულ და ქიმიურ იარაღზე. ინტრიგა: კრემლმა პირველადმაშინ გადაწყვიტა ანტონოვის ვაშინგტონში გამწესება, როდესაც მსოფლიო ქალბატონ კლინტონს აღიქვამდაამერიკის ორმოცდამეხუთე პრეზიდენტად. არჩევნების შედეგების სინქრონულად იცვლება მოსკოვის პოზიციაც დაერთ–ერთ ინტერვიუში მინისტრი ლავროვი „სხვათაშორის“ დასძენს, რომ სმოლენსკის მოედანზე არ გამორიცხავენსაროტაციო ვადა გაუგრძელონ მოქმედ ელჩს – კისლიაკს (ამერიკის პრესას ჯერ არ აუგორებია კომპრომატებისტალღა მის წინააღმდეგ და ფლინიც მშვიდათ გრძნობს თავს კისინჯერისა და ბჟეზინსკის კაბინეტში). საპნისბუშტივით გაქრა ტრამპის „ბროლის ოცნება“ – „ძალიან, ძალიან კარგი ურთიერთობა“ დაემყარებინა მის „ჯილა“ პუტინთან და მართლაც ძალიან–ძალიან ცდილობს ამერიკელების დარწმუნებას – „ეს მე არ ვყოფილვარ და არც ესცხენია ჩემიო“-ო. მეტი დამაჯერებლობისათვის სპეც–სანქციებსაც (ამაზე დაწვრილები ქვემოთ) მოაწერა ხელი, თუმცა გამგონის გასაგონად წაივირეშმაკა კიდეც – „კანონის ზოგი ნაწილი კინსტიტუციას ეწინააღმდეგება“-ო. მოსკოვს, რომ „ცრემლების არ სჯერა“, ეს ჩვენ საბჭოური ფილმებიდან ვისწავლეთ და რა მაგის ჩიტია „ვვპ“, რომრბილში პანღურს მიყოლებული მობოდიშების დაიჯეროს? ასეთ სისულეებს ნამდვილად არ ასწავლიდნენიასენევოს კგბ–ს სასწავლებელში. ჰოდა კვლავ გაჩნდა მოთხოვნილება ანტონოვზე. პუტინის საკადროეკვილიბრისტიკის მთელი ეშხი კი იმაშია, რომ გენერალ–დიპლომატი უხვად არის დაჯილდოებული კლასიკურისაბჭოური დიპლომატიური სკოლის ყველა „ნოუ–ჰაუებით“; შემთხვევით არ აღმოჩნდა იგი ევროსაბჭოს სასანქციოსიაში ჯერ კიდევ 2015 წლის თებერვალში და არც „ბულტერიერი“ შეარქვეს მოფერებით თავდაცვის სამინისტროშიმუშაობისას, სადაც რუსეთის ნომერ პირველ პატრიოტობას ჩემულობდა და გენერალიტეტშიც კი გამოირჩეოდახისტი ანტიამერიკანიზმით. მოკლედ, სახელმწიფო დეპარტამენტს თავისებურ „მინი–გრომიკოსთან“ მოუწევსუახლოეს წლებში ურთიერთობა. ვინ იფიქრებდა, რომ „რუსოფობი“ კლინტონისათვის გამზადებული „საჩუქრის“ ადრესატად „რუსოფილი“ ტრამპი იქცეოდა? მართლაც, რომ შეუცნობადია გზანი უფლისა. ახალი „მისტერ არა,“ ელჩის რანგში, პრაქტიკულად ყოველდღიური ურთიერთობის რეჟიმში გაუშრობს სისხლსტილერსონის უწყებას, რაც იმის დამატებითი გარანტიაა, რომ სანქციები უკვე ინსტიტუციურ რეჟიმში გამყარდება დაახალ (მოსკოვისათვის გაცილებით უსიამოვნო) ჯექსონ–ვენიკის ცნობილ შესწორებად იქცევა, რომელსაცოცდათვრამეტი წელი ჰყავდა პროსკურეს სარეცელზე მიჯაჭვული სსრკ–ს მრეწველობა და რომლის გაუქმებასაცუშედეგოდ ცდილობდნენ მამა–შვილი ბუშები და კლინტონი (შესწორება 2012 წლის 21 ნოემბერს გაუქმდარუსეთისათვის. თუმცა დღესაც მოქმედებს აზერბაიჯანის, ბელორუსის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა დაუზბეკეთის წინააღმდეგ). გაივლის წლები, დიდი პოლიტიკიდან წავლენ ტრამპიცა და პუტინიც. შეიძლება დარგისსპეციალისტებსღა ახსოვდეთ მოსკოვის ჰაკერული ოინები, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია სიტუაცია, როდესაცკონგრესში სანქციების გამაუქმებელი უმრავლესობა შეიკრიბება. არ არსებობს კონგრესში რუსული ლობი და არციარსებებს რუსული რეალობის სინამდვილეში. ცალკეული ფრაგმენტებისაგან მეტ–ნაკლებად სრული სურათის შესაქმნელად, ახლა ტრამპის მიერ ორ აგვისტოსხელმოწერილი სანქციების სიახლესა და ეფექტურობაში გარკვევა ვცადოთ; ცოდვა გამხელილი სჯობს – არასოდესვყოფილვარ მაღალი აზრის ქართველ „რუსისტთა“ უმრავლესობის პროფესიონალურ „კეისზე“, მაგრამ ჩემთვისაცკი მოულოდნელი იყო ის ტოტალური ზერელობა და დაუინტერესებლობა, სანქციების შეფასებას რომ მოჰყვამოსკოვის ქართველ მტერ–მოყვარეთა მხრიდან. თქვე დალოცვილებო, ოკუპანტის თუ არა, პარტნიორ–მოკავშირის ბედი მაინც არ გაინტერესებთ? ისეთი შთაბეჭდილებაც კი იქმნება, რომ ქართველ „კრემნოლოგთა“ ყველაზე ხმაურიანი ნაწილი, მხოლოდ ჟირინოვსკისა და „ოერტელი“ კისილიოვის კომენტარებით იკვებება. და ესმაშინ, როდესაც თვით სერიოზული რუსი ანალიტიკოსებიც კი ღიად წერენ და საუბრობენ სანქციების გრძელვადიანნეგატიურ შედეგებზე. საქმე ის არის, რომ ორწლიანი რეცესიის შემდეგ, თითქოს წელში იმართება რუსეთისეკონომიკა; 2,5 – პროცენტიანი ზრდა და თოთხმეტ მილიარდ დოლარიანი ინვესტიციები (სულ ახლო წარსულის რვამილირდის შემდეგ), ოპტიმიზმის რეალურ საფუძველს აძლევდა კრემლს. ავტორიტეტულ დასავლელ ექსპერტთაგათვლებით, რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპები მომავალ წელსაც გაგრძელდება, მაგრამ ზრდის ტემპებისშემდგომი შენარჩუნება უცხოური ინვესტიციების უწყვეტ ზრდას საჭიროებს, რასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებსსანქციათა თვითონ ფაქტი. ის ექსპერტებიც კი, სკეპტიკურად რომ განიხილავენ სანქციების ორგანულ ეფექტს, ბუზღუნით აღიარებენ, რომ კონგრესმა „პოლიტიკურად მოწამლა ატმოსფერო“, ხვალინდელ დღეში დააეჭვაგენეტიკურად ფრთხილი ინვესტორები, რასაც გარანტირებულად მოჰყვება მათი რუსული პროექტების გადასინჯვა. ერთის შეხედვით კონგრესმა რევერანსიც არ დაიშურა პრეზიდენტის მისამართით და მას უფლება მისცა (არდაავალდებულა!) რუსეთის მხრიდან აგრესიული კურსის გაგრძელების შემთხვევაში (რაც, ცხადია იგივე კონგრესმაუნდა განსაზღვროს), დამატებითი, გაცილებით მასშტაბური სანქციები დაუწესოს რუსეთის ენერგეტიკულ(მილგამყვან) სექტორთან მოთანამშრომლე კომპანიებს. კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისოურთიერთობების სკოლის წამყვანი ანალიტიკოსის, ნეფიუს აზრით, რომელიც 2015 წლამდე სახელმწიფოდეპარტამენტში კურირებდა სასანქციო პოლიტიკას, ტრამპის ადმინისტრაცია არანაირ დამატებით სანქციებს არდაუწესებს რუსეთს და არც უკვე არსებულთა ობსტრუქციას არ მოერიდება. უკანასკნელს კი, მისივე რწმენით, დიდიალბათობით მოჰყვება კონგრესის ახალი კანონი, სადაც პრეზიდენტის „უფლება,“ “ვალდებულებით“ შეიცვლებაიძულების მარწუხებიც გამკაცრდება. ისიც საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციის დამოკლეს მახვილია მომავალიწლის შუალედური არჩევნები. მას გასაგები მოუთმენლობით ელიან რევანშს მოწყურებული დემოკრატები. მათ ხომსულ რაღაც სამად სამი ხმა სჭირდებათ სენატში უმრავლესობისათვის. ასე რომ, პრაქტიკულად აზრი ეკარგებაამერიკელ და რუს სკეპტიკოსთა არგუმენტებს, რომ რიგ საკვანძო საკითხებში პრეზიდენტის პოლიტიკურ ნებაზეადამოკიდებული სანქციათა რეალური ეფექტი. კი, ოთხი წლის წინ მიიღო ამერიკის უმაღლესმა სასამართლომსარეკომენდაციო გადაწყვეტილება, რომ იურიდიულ დოკუმენტებში ტერმინი „შHALL”, (ეს სიტყვაა ნახმარისანქციებზე ახალ კანონში) ნიშნავს „შეუძლია” და არა „ვალდებულია“, მაგრამ მოსკოვს ისეთი წამლეკავი ძალისბუმერანგად დაუბრუნდა ჰაკერული ოინბაზობები, ტრამპს კი – პუტინთან საერთო ენის ხიბლი, რომ ამერიკაში არაერთი სამომავლო არჩევნები ჩაივლის მძაფრ ანტირუსულ განწყობილებაში. ცალკე სიუჟეტია ევროპის პოზიცია; ერთნაირად კი ყვავის ჩვენთვის ზრაპრულად მიუწვდომელი დემოკრატიაელბის, თემზისა და პოტომაკის სანაპიროებზე, მაგრამ როდესაც მის უდიდებულესობა კაპიტალს ეხება საკითხი, უმალ კოლექტიურ გობსეკად იქცევა რეფორმაციისა და საფრანგეთის დიდი რევოლუციის იდეებზე აღზრდილ–გაპოლიტიკოსებული „ძველი სამყაროს“ ელიტა. კარგათ ესმით ეს ყველაფერი ამერიკის კონგრესში და ანგარიშიცგაუწიეს ნომერ პირველ სტრატეგიულ მოკავშირეს – ბრიუსელის უკმაყოფილო კომენტარების გასანეიტრალებლადკანონში საგანგებოდაა ხაზგასმული, რომ რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკის სფეროში ნებისმიერი სანქციამხოლოდ ევროკომისიასთან შეთანხმებით ამუშავდება. იმავდროულად კი უკვე მიღებულ კანონში იმდენი „პწკენა–პწკენებია“ დაფიქსირებული, რომ პატარძალს კი არა სპილოსაც დააორსულებს. მხოლოდ ის პუნქტი რად ღირს, კრედიტის ზედა ზღვარს წელიწადში ხუთი მილიონით რომ უსაღვრავს გაზპრომთან მოთანამშრომლე კომპანიებს, როდესაც მოთხოვნილებები მილიარდებს სჭარბობს? ამიტომაც იყო, რომ ორ აგვისტოს, კიევი შეხვდა ყველაზეხმამაღალი ზეიმით სასანქციო კანონპროექტის კანონად ქცევას. კიევში ეჭვი არ ეპარებათ, რომ „ჩრდილოეთისნაკადი – 2“-ს უცხოელ ინვესტორთა აქტიურობა საგრძნობლად შეიზღუდება, რაც მის ინტერესებშია. თუმცაგადამწყვეტი ბრძოლები ჯერ წინაა – გერმანიისა და ავსტრიის ღიად უარყოფითი პოზიცია, პლიუს რუსულიპროექტით დაინტერესებულ ევროპული კონცესიების ლობისტური ძალისხმევა, ნამდვილადაა ანგარიშგასაწევიძალა. თავის მხრივ, სანქციების მოიმედენი გულს იმით იმშვიდებენ, რომ უკვე სახეზეა ენერგეტიკის (ასევესამთოდამამუშავებელი და მეტალურგიის) სფეროში რუსეთთან სარფიანი თანამშრომლობის ქრონიკულადთანმხლები რისკების ზრდის საშიში ტენდენცია, რასაც, როგორც მინიმუმი, პროექტის საგრძნობი გაძვირებამოჰყვება. „გაზპრომისათვის“ პირველი „შავი გედი“ იყო ფრანგული კონცერნი „ენჯიე“, რომლის წარმომადგენელიცოპერატიულად გამოეხმაურა ტრამპის ხელმოწერას – კონცერნი „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-„ის დაფინანსებისშეწყვეტას განიხილავსო. ექსპერტები ელიან, რომ „ჩნ2’-ის ბედი ელის „თურქულ ნაკადსაც“; დიდი ალბათობითაამოსალოდნელი პროექტის გაძვირება და მშენებლობის გაჭიანურება როგორც მინიმუმი. და ეს მაშინ, როდესაც„გაზპრომი“ ცაიტნოტშია – 2019 წლის 31 დეკემბერს მოქმედების ვადა გასდის უკრაინასთან გაფორმებულსატრანზიტო ხელშეკრულებას და ზემოხსენებული ორი პერსპექტიული პროექტი გაუჭრელი კოზირის კარტადიქცეოდა რუსული ენერგოგიგანტის მაქიაველისტურ დიპლომატიაში (რაც სულ ახლა ხანს გამოვცადეთ საკუთარკისეზე).

რასაკვირველია, ახალი სანქციები, ბევრწილად რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მხოლოდ შესაძლებლობებსჰქმნის. ამ თვალსაზრისით სწორი არიან სკეპტიკოსები და მათთან საკამათოც არაფერი მექნებოდა თუ არა ის“დეტალი“, რაზეცაა დამოკიდებული შესაძლებლობის მატერიალიზაცია – პოლიტიკური ნება და საინფორმაციოგარემო. თუ იგივე სკეპტიკოსთა მტკიცება, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მხოლოდ 1917 წელს იყო უარესიურთიერთობა, ამერიკის მედია კი რუსოფობიაში ასე „აწყვეტილი“, „ცივი ომის“ ყველაზე სუსხიან პერიოდშიც არყოფილა (კარიბის კრიზისის ჩათვლით), სიმართლესთანაა ახლო, მოგჭამა ჭირი მათმავე პროგნოზმა – ადრე თუგვიან, რუსეთის არა ერთ „აქილევსის ქუსლს“ გააშიშვლებს სანქციები. აღარაფერს ვიტყვი ისეთ უპრეცედენტოსაკანონმდებლო სიახლეზე, რომლის ძალითაც რუსეთის ყველა მსხვილ ბიზნესმენზე შეიქმნება „დოსიე“, სადაცშემდგომი რეაგირების (სასანქციო სიებში შეყვანის) მიზმით ფიქსირებული იქნება მათი აქტივების წარმომავლობა, კრემლთან მათი სიახლოვე, რომელ ნათესავებზე რა სიმდიდრე აქვთ გადაწერილი და ა.შ. მინიატურაში ეს იგივეავთქვათ, ილუზიონისტის შლაპიდან გამოფრენილი მტრედივით მოულოდნელად გამოჩენილი ქართველი„ბიზნესმენის“ მიერ , რომელიმე გაზეთის, ტელევიზიის, თუ სხვა ობიექტის შეძენის ფინანსური ანატომიისგამჭვირვალობით და ნეპოტიზმის როლით დაინტერესდეს. ჩვენთვისავეა საინტერესო ორი აგვისტოს კანონის კიდევ ერთი სიახლე; კონგრესის მიერ ჯერ კიდევ 2014 წელსმიღებული, უკრაინის მხარდამჭერი აქტი ითვალისწინებდა „რუსეთის ფედერაციის მიერ ძალით ოკუპირებულ, ანსხვა საშუალებებით კონტროლირებად ტერიტორიებზე“ ადამიანის უფლებების დარღვევებთან კავშირში მყოფპირთა მიმართ სანქციებს. ამჯერად ასეთ ტერიტორიებად, ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინასთან ერთადაამოხსენებული აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და დნესტრისპირეთი. მადლობის მეტი რა გვეთქმის ამერიკელკონგრესმენთა მისამართით, მაგრამ იმასაც ნუ მოვთხოვთ, რომ რუს ტურისტებად გადაცმულებმა თავად აგროვონოს და აფხაზ სეპარატისტთა მიერ ქართველების უფლებების დარღვევის ფაქტები. ცოტათი ვაშინგტონში ჩვენმასაელჩომაც უნდა შეიწუხოს თავი. და კიდევ – აფხაზებთან და ოსებთან „ძმობა“ „ძმობად“, მაგრამ რუს ოკუპანტებს ნუჩამოვკიდებთ კისერზე ყველა „მკვდარ კატას“; სწორედ „დამოუკიდებელი აფხაზეთის მთავრობის“ სვინდისზეა ომისდროს რუსეთში გახიზნული ქართველების ბინებისა და სხვა ქონების კონფისკაცია (აი სომხებს კი ყველაფერიდაუბრუნეს. ალბათ იმიტომ, რომ ისინი აფხაზებს ძმებად არ თვლიან).

 

რუსეთ–ამერიკის ურთიერთობათათვის მწვავე შედეგი შეიძლება მოჰყვის ე.წ. „სავიზო კონფლიქტს“; ჯერ ერთი, მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტია დიპკორპუსის ასეთი რაოდენობით იძულებითიშემცირება. ეს არ ნიშნავს საელჩოს ასობით თანამშრომლის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებას. კრემლმაამერიკელებს უბრალოდ „შტატები შეუმცირა“, ან უფრო სწორად, რომ ვთარგმნო ქართულად, „ოპტიმიზაცია“ ჩაუტარა. სერიოზულად კი, ისევ რუსები დაზარალდნენ. ის რუსები, ვისაც ბიზნესი და უძრავი ქონება აქვთ ამერიკაში, ოჯახის წევრები თუ საყვარლები ჰყავთ ოკეანეს გაღმა და ხშირად უწევდათ ვიზებზე სიარული ამერიკისსაკონსულოებში. ერთი სიტყვით, ელიტას რომ ეძახიან. ახლა მათ თვეებით მოუწევთ მხოლოდ მოსკოვშიდარჩენილ საკონსულოში გასასაუბრებელი რიგის ლოდინი. ახლა ხაბაროვსკელის ან ვლადივოსტოკელისმდგომარეობა? მან ცხრა საათი მხოლოდ საალბათო გასაუბრებისათვის უნდა იფრინოს მოსკოვამდე, თანაცშეიძლება რამდენჯერმე. არც ბელორუსები აღმოჩნდნენ უკეთეს მდგომარეობაში – მათ სულაც პოლონეთში ანუკრაინასა და ბალტიისპირეთში უნდა გაიარონ გასაუბრება. გარდა ამისა, ძირითადათ რუსეთის მოქალაქეებიდარჩნენ მაღალანაზღაურებიანი სამსახურის გარეშე. ზუსტი იყო მინისტრ ლავროვის კომენტარი: ამით სურთხელისუფლებისადმი უკმაყოფილება გამოიწვიონ ჩვენს მოსახლეობაშიო. ყოველ შემთხვევაში, ლუმპენპროლეტარული „ბომჟების“ გარდა, „გაგებით“, რომ ცოტა თუ შეხვდა რუსეთში პუტინის ბუმერანგ–შურისძიებას, ეს უდავოა. ან ეგებ, შექმნილ სიტუაციაში აწყობს კიდეც ოფიციალურ მოსკოვს, რომ მკვეთრადშემცირდეს ადამიანური და არასახელმწიფოებრივი კონტაქტები ამერიკის შეერთებულ შტატებთან? არაფერიაგამორიცხული. და დასასრულს – ყველაფერი ზემოთქმულიდან – ჩვენ რა? შეგვიძლია, ჭკვიანი მაიმუნივით მაღალ ხეზე ავიდეთ დაიქიდან ვუყუროთ, თუ რითი დამთავრდება ბირთვული რაკეტებით დაკუნთული „სუპერმენების“ ჭიდილი? ნეტამციყოს! მხოლოდ მაიმუნობა, რომ იყოს საკმარისი, მოგეცა ლხენა, მაგრამ ჩინელებმა თქვეს: ჭკვიანი მაიმუნიაო საამისოდსაჭირო. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჩვენ უკვე „პაჩტი“ მხარე ვართ ამ ჭიდილში, თანაც საიმედო დამცავიგარანტიების გარეშე. ორ ბირთვულ გიგანტს (მსოფლიოში არსებული ბირთვული იარაღის 90 პროცენტია მათარსენალებში) შორის კონფლიქტს კი დასასრული არც უჩანს და არც გააჩნია.. ფუნდამენტური დამსოფლმხედველური ხასიათისაა არა მხოლოდ მმართველი ელიტების, არამედ მოსახლეობათა შორის არსებულიმენტალური უფსკრული. პრაქტიკულადაც და თეორიულადაცაა შეუძლებელი მოსკოვ - ვაშინგტონისთანამშრომლობა დემოკრატიულ საწყისებზე. თუ პუტინი საკუთარ მოსახლეობასაც არ ინდობს (იგივე ვიზებისპრობლემა), ჩვენ დაგვინდობს საქმე საქმეზე რომ მიდგეს? თუ ვიცე - პრეზიდენტ პენსის თბილისური დაპირებებიგვერდში დგომაზე, მართლაც ადმინისტრაციის პოზიციაა, მას იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულება უნდამოჰყვეს გარანტიის სახით. თუ არა და, ვერავის დავემდურებით: არავითარი პირადული, ეს მხოლოდ პოლიტიკაა.