ლუკა კურტანიძე: გულდასაწყვეტია... მტკივნეულია - ასე არ შეიძლება!

 ლუკა კურტანიძე: გულდასაწყვეტია... მტკივნეულია - ასე არ შეიძლება!

ლუკა კურტანიძე (ყოფილი პარლამენტარი, მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში):

კიდევ ერთი განსაცდელი გავიარეთ.... კიდევ ერთი დიდი მოთმინება... კიდევ ერთი გონიერი გადაწყვეტილება მიიღო მინისტრმა გიორგი გახარიამ და ერმა ბეწვის ხიდზე გაიარა... უბრალოდ დარჩა ბევრი კითხვა... საერთო... ტელევიზიები, ჟურნალისტები რატომ არ ეკითხებოდით კონტრაქციის წევრებს, რა აწუხებდათ მათ? რატომ არ კითხეთ, რამ აღაშფოთა საქარველოს უმრავლესობა? რატომ არ კითხეთ, რა ტკიოდათ მათ, ვინც "საქართველოს" იძახდა??? სამაგიეროდ ხომ გვასმენინეთ იმ ხალხის კომენტარები, ვინც დღისით, მზისით, დედას გვაგინებდა?!. ამათ ხომ კითხეთ და გვასმენინეთ მათი აზრი, რომ სამშობლოს გაყიდიან წამლისთვის, როცა ლომკები დაეწყებათ?! ჩვენც მოვისმინეთ ყველაფერი დიდი მოთმინებით... მაგრამ რატომ არ კითხეთ მეორე მხარეს, ანუ დანარჩენ საქართველოს? გულდასაწყვეტია... მტკივნეულია - ასე არ შეიძლება! კიდევ ერთხელ მადლობა მინისტრ გიორგი გახარიას ამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველ პრეცედენტზე... რითაც ბეწვის ხიდზე სამშვიდობოს გაიყვანა ერი უკიდურესად მძიმე დღეს! მადლობა უფალს, რომ ეს განსაცდელიც გავიარეთ და საფიქრალიც დაგვიტოვა.