ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით მატარებლები “ბლექ სი არენაზე” გაჩერდება

ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით მატარებლები “ბლექ სი არენაზე” გაჩერდება

მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით ელექტრომატარებლებს “ბლექ სი არენას” ბაქანზე გააჩერებს.

“19 და 20 მაისს, ელექტრომატარებლებს #802/801 თბილისი-ბათუმს, #804 თბილისი-ბათუმს, ეძლევათ ორ წუთიანი გაჩერება ურეკი-ნატანების გადასარბენის ბაქან 42 კმ. პკ. 4-ზე (ბლექ სი არენა). ბილეთების შეძენა შესაძლებელია ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და აპლიკაციის (Georgian Railway Tickets) საშუალებით”,- აცხადებენ რკინიგზაში.