გელა ზედელაშვილი: ფარჩაკებო, ახლა არ დაიწყოთ, კალაძეს “აპრავებსო”!

გელა ზედელაშვილი: ფარჩაკებო, ახლა არ დაიწყოთ, კალაძეს “აპრავებსო”!

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით მეტად ერევათ ე.წ. პოლიტიკოსებს ტვინი. ხუმრობა საქმე ხომ არ არის? ბოლო-ბოლო, ზოგი მერობას აპირებს, ზოგი „პეროობას“, ხომ უნდა მოიფიქრონ რამე ისეთი, რაც მოსახლეობას დაანახებს, რომ ისინი კახა კალაძეზე უკეთესები არიან? არადა, ამის გაკეთებაც ძალიან ძნელია, შუაზე რომ გაიხე, თავს ვერ წარმოაჩენ იმად, რაც არ ხარ.

ახლა კი კონკრეტულად, რატომაც დავწერე ასეთი შესავალი: ბოლო ორი დღის განმავლობაში საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ვინმე თენგიზ შერგელაშვილის ნაუბარს სათაურით – „კალაძე არჩევნებში მასთანდაახლოებული ძალოვანი სტრუქტურების გამოსაყენებლად ემზადება“. ჯერ ნახეთ, რა აზროვნება და რა ქართულია – რას ჰქვია, მასთან დაახლოებული ძალოვანი სტრუქტურების გამოსაყენებლად ემზადება? რა იცი, იქნებ სულაც არ ემზადება? იქნებ სულაც არ ფიქრობს ასეთ რამეს? არაო, იძახის ვინმე შერგელაშვილი, რომელიც თურმე „შენების მოძრაობის“ კანდიდატია თბილისის მერობისთვის და რომლის შესახებაც, თითქმის არავინ არაფერი იცის, მე დარწმუნებული ვარ, ეგეთი ავი განზრახვა აქვსო, გული მიგრძნობსო, ტან-ფეხი მიბჟუის, ჩემი შინაგანი „მე“ არასოდეს მღალატობსო და ასეთ „ანალიზს“ დებს:

„მარტივია – კალაძე გვიმტკიცებს, პირველივე ტურში გავიმარჯვებო, არადა, ყველა კვლევის მიხედვით, მეორე ტურიუნდა დაინიშნოს. როგორ უნდა მოახერხოს კალაძემ პირველივე ტურში გამარჯვება, თუ სწორედ ძალოვანსტრუქტურებსა და ადმინისტრაციულ რესურსს არ გამოიყენებს?! მხოლოდ ეს ორი ფაქტორია მისი იმედი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, თბილისელები დიდი ხანია აცნობიერებენ, რომ თბილისის ყველაზე დიდ პრობლემას სწორედძალოვანი სტრუქტურები, უფრო კონკრეტულად კი სუს–ი უქმნიდა. შესაბამისად, თუ კალაძე თავისი ჩანაფიქრისგანხორციელებას შეეცდება, თბილისელები ამას არ შეეგუებიან“.

უყურებთ თქვენა? თურმე კალაძე იძახის, არჩევნებს პირველივე ტურში მოვიგებო, მაგრამ გამოკითხვების თანახმად, მეორე ტური უნდა დაინიშნოს. ჰოდა, თუ კალაძე ძალოვან სტრუქტურებს არ გამოიყენებს, პირველ ტურში რანაირად გაიმარჯვებს? არა, ხომ არის რკინის ლოგიკა? ვინმე შერგელაშვილი არ ამხელს, მეორე ტურში რომელი კანდიდატები გავლენ, ალბათ ცოტა ხანში იტყვის, ეს მე ვარ კალაძის დამმარცხებელი და მეორე ტურში გამარჯვებულიო. იტყვის, აბა, რა იქნება? მაგაზე უარესებიც უთქვამთ, მაგრამ გადაგვიტანია როგორღაც!

ბატონი შერგელაშვილი არც იმაზე ამახვილებს ყურადღებას, ვაშაძეები, ხოშტარიები და უდუმაშვილები ყოველდღე რომ გაჰყვირიან, არჩევნები უკვე მოგებული გვაქვსო. ამ ლოგიკით გამოდის, ისინიც ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებას აპირებენ. ელისაშვილი თავს უკვე მერად თვლის და თანამდებობებსაც არიგებს, აბა, ეს როგორ გავიგოთ?!

მესმის, მავან შერგელაშვილს რამე ფაქტი ჰქონდეს და იმაზე ლაპარაკობდეს, ის უბრალოდ ხავსს ეჭიდება და ცდილობს, თბილისელებს გააგებინოს, კუ ვარ და ერთი პენალტის დარტყმა მეც მინდაო. არადა, ვერ არტყამს, მაგას დავით უსუფაშვილის გარდა ხმას არავინ მისცემს, შეიძლება თინა ხიდაშელმაც მისცეს… და მერე რა? არც არაფერი!

მოკლედ, ამ ხალხმა აღარ იცის, რა მოიგონოს და რა მოახლაფორთოს. შე კაი კაცო, რას წვალობ, რაზე იღლი მაგ ბალიშზე დასადებ თავს, რაზე იგონებ ათასნაირ ზღაპრებს?

ჰო, ახლა კიდევ იმაზე ააგდეს „პონტი“, კალაძე სადღაც 2000-ევროიანი მოტოციკლით მივიდა, რაში სჭირდება ეგ მოტოციკლი, გაყიდოს და მშიერ-მწყურვალ ხალხს დაურიგოსო. ფეხით რომ მისულიყო, იტყოდნენ, 500-ევროიანი ფეხსაცმელები ეცვა, გაყიდოს და გაჭირვებულებს დაურიგოსო. ეეეე, ნამუსიც კაი საქონელია, ამას ისეთები ლაპარაკობენ, ცხოვრებაში რომ არაფერი გაუკეთებიათ და არავისთვის არაფერი მიუციათ!

ისე, სადღაც მაინც კარგია, სერიოზულს ვერაფერს პოულობენ და უკვე ისეთ სისულელეებზე გადავიდნენ, კალაძის რეიტინგს უფრო აუმჯობესებენ. თქვე ფარჩაკებო, შავი პიარი ასე არ კეთდება, მაგასაც ცოდნა უნდა, ხომ ხედავთ, იქით ისვრებით ნეხვში?!

პ.ს. ახლა არ დაიწყოთ, კახა კალაძეს „აპრავებსო“. კალაძეს კი არ „ვაპრავებ“, ე.წ. ოპოზიციის დებილობებს ვუსვამ ხაზს!