გია გაბრიჭიძე: მაპატიეთ ჩემი გაუნათლებლობა და არაცივილური აზრები

გია გაბრიჭიძე: მაპატიეთ ჩემი გაუნათლებლობა და არაცივილური აზრები

გია გაბრიჭიძე:

უკაცრავად, მაგრამ ალბათ არ მყოფნის ინტელექტი და ამიტომ ვერ გავიგე ის, თუ დღეს რაზე მიდის "მსჯელობა"?
ჩემი ვიწრო გადმოსახედიდან, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს მოქალაქეები განიხილავდნენ იმ კანონპროექტს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია მომავალი თაობის, სახელმწიფოს არსებობის და მისი საგარეო იმიჯის ასამაღლებლად, მიდის "ბუწუწების" ბრდღვნა იმაზე, რომ სპეცოპერაციის შედეგად "დაზარალებულმა მოძიგძიგე კაიფარიკებმა", რომლებსაც "ტანცპლაშჩადკა" და "ხავერა" რამდენიმე დღით დაუხურეს, გამართეს პრემიერის და შსს მინისტრის გადადგომის მოთხოვნაში გადაზრდილი აქცია და ის "გადასაყენებლად" გამზადებული მინისტრი, რომელმაც სულ ცოტა, გვერდების დანაყვას გადააჩინა არა მარტო ჩრჩილისგან ხალათგამობრდღვნილი პროტესტანტები, სწორად მოიქცა თუ არა?
ხომ ხედავს ეს ხელისუფლება, რომ "ზაკაზჩიკებს" (შემკვეთებს) "განეცების" (ფაქტის მოსატანად გაგზავნილი შნირის, ანუ .. მედიის) საშუალებით, სულ სხვა "პონტში" გადაჰყავს "ბაზარი"?
ნუთუ ამხელა ჯამაათს ერთი მედიასაშუალება არ გაქვთ, რომ ხალხს, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ნორმალურად აუხსნათ ის, რაც რეალურად ხდება?
არ მიუწვდება ხელი სოფელ მარანში მცხოვრებ ბიძაჩემ ზაქროს ამ ფეისბუკზე და რა ქნას?
რა ვიცი აბა, მაპატიეთ ჩემი გაუნათლებლობა და არაცივილური აზრები.